სერვისის შესახებ

ვისთვის არის განკუთვნილი ვიდეო ზარის სერვისი?

ვიდეო ზარის სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის.

სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით.


რას მოიცავს სერვისი?

ყრუ და სმენადაქვეითებული პირები ვიდეო ზარის საშუალებით მიიღებენ ინფორმაციას საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორებისგან, ასევე შეძლებენ გადაამოწმონ პირადი მონაცემები და მისამართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია

რეგისტრაცია

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია?

  • სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.cesko.ge ;
  • სერვისით სარგებლობისთვის სარეგისტრაციო ფორმაში აუცილებელია მიუთითოთ სკაიპის მისამართი (Skype ID);
  • დაელოდეთ სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის ოპერატორისგან გამოგზავნილ მოთხოვნას სკაიპში (Skype) დამატების შესახებ;
  • სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, გთხოვთ, განაახლოთ ინფორმაცია სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის ვიდეო ზარის ოპერატორთან.

როგორ ვისარგებლოთ ვიდეო ზარის სერვისით?

  • ვიდეო ზარით სარგებლობისთვის აუცილებელია ინტერნეტთან წვდომა;
  • ვიდეო ზარით დაკავშირება ხორციელდება სკაიპის (Skype) საშუალებით, რომელიც მითითებულია სარეგისტრაციო ბაზაში.

შენიშვნა!

თუ სერვისით ისარგებლებს პირი, რომელიც არ არის ყრუ და სმენადაქვეითებული, მოხდება მისი იდენტიფიცირება და რეგისტრაციის გაუქმება.

0