წესები და პირობები

რეგისტრაციაზე თანხმობის პირობები

მოცემული სერვისი შესაძლებლობას გაძლევთ, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების მიზნით. ეს სერვისი განკუთვნილია სპეციალურად ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. თუ თქვენ არ გაქვთ სმენის ან/და მეტყველების შეზღუდვის პრობლემა, გთხოვთ, არ გაიაროთ რეგისტრაცია.

ამ სერვისით სარგებლობა ხდება ყველა ქვემოთ მოცემული პირობის შესაბამისად, რომელსაც თქვენ სრულად ეთანხმებით რეგისტრაციის პროცესის დასრულების ეტაპზე.

  • სერვისის მიღების მიზნით თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ უზრუნველყოფს არარეგისტრირებული სკაიპის მისამართიდან (Skype ID) განხორციელებული ვიდეო ზარის მიღებას, რაც შეუძლებელს გახდის აღნიშული სერვისით სასურველი ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებას.
  • სერვისის მიღების მიზნით რეგისტრაცია ხდება ცესკოს ოფიციალური ვებგვერდის (www.cec.gov.ge) მეშვეობით. სარეგისტრაციო პროფილის შესაქმნელად უნდა გამოიყენოთ თქვენ მფლობელობაში არსებული სკაიპის მისამართი (Skype ID). რეგისტრაციის პროცესში უნდა შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი.
  • თქვენ მიერ სკაიპის მისამართის (Skype ID) შეცვლის შემთხვევაში, სერვისის მომხმარებლად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ თავიდან. თქვენ ასევე შეგიძლიათ, რეგისტრირებული პროფილის გაუქმების შემდეგ, სერვისის მომხმარებლად ხელახალი რეგისტრაცია გაიაროთ იმავე სკაიპის მისამართით (Skype ID).
  • სერვისით მომხმარებლად რეგისტრაციის შედეგად ცესკო ამუშავებს თქვენ შესახებ პერსონალურ მონაცემებს თქვენი სარეგისტრაციო პროფილის საინფორმაციო ველებში მითითებული ინფორმაციის მოცულობით. თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „გ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
  • სარეგისტრაციო ველებში თქვენ მიერ შეტანილი პერსონალური მონაცემები დაცულია და მათი შემდგომი დამუშავება მოხდება მხოლოდ ამ პირობებით განსაზღვრული წესისა და შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
  • რეგისტრაციის პროცესის დასრულებით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ცესკო უფლებამოსილია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების ვერიფიკაციის მიზნით, აღნიშნული მონაცემების ნამდვილობა გადაამოწმოს სხვა სახელმწიფო უწყებაში ან/და ორგანიზაციაში არსებულ მონაცემთა ბაზებში არაუმეტეს თქვენი სარეგისტრაციო პროფილის სავალდებულო საინფორმაციო ველებში მითითებული ინფორმაციის მოცულობისა.
  • თქვენი სარეგისტრაციო პროფილის სავალდებულო საინფორმაციო ველებში განზრახ არასწორი ინფორმაციის ასახვის შემთხვევაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებას იტოვებს, ცალმხრივად გააუქმოს თქვენი რეგისტრაცია, რის შესახებაც გეცნობებათ რეგისტრაციის მიზნით გამოყენებულ სკაიპის მისამართზე (Skype ID).
  • თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად ვიდეო ზარი უნდა განხორციელდეს სკაიპის (Skype) ვიდეო ზარის ფუნქციონალის გამოყენებით.
  • საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით სასურველი სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
  • ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრში განხორციელებული ვიდეო ზარები სარგებლობენ იმავე პრიორიტეტით, რაც გააჩნიათ აუდიო სატელეფონო შეტყობინებებს.

რეგისტრაციის პირობებზე თანხმობის გამოხატვით თქვენ ასევე აცხადებთ, რომ:

  • სარეგისტრაციო ფორმის ნებისმიერ ველში შეტანილი ინფორმაცია არის ნამდვილი და უტყუარი და სრულად ხართ პასუხისმგებელი მის სისწორეზე.
  • სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილ ინფორმაციაში ნებისმიერი უზუსტობის აღმოჩენის ან/და არსებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, პასუხისმგებელი ხართ სარეგისტრაციო ფორმაში შესაბამისი ინფორმაციის შესწორებაზე.
  • თქვენთვის ცნობილია, აღნიშნული სერვისის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში სკაიპის მისამართი (Skype ID) - დაიბლოკება.
0